და აღნიშნავს, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თვითნებური მოქმედებები საოკუპაციო ზოლზე.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ აბსოლუტურად მიუღებელ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში. დღეს დილით იყო ინფორმაცია, რომ დიცში ჩაყვანილი ჰყავთ ჟურნალისტები სამხედროებს და მიდის იმის პროპაგანდა, რომ ქართული მხარე მათ არ ეხმარება რუკების შედგენაში. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც მანამდე ხდებოდა _ დაიწყო საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა და მავთულხლართების გამართვა. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საჭიროა აქტიური პოზიციის გამოხატვა ქართული ხელისუფლების მხრიდან. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს წარმოებს, არ არის ადეკვატური და სწორი. ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით. უფრო პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა სესიაზე.