სალომემ საერთაშორისო ჰიტების პროგრამაში BOYZ II MAN ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა და ჟიურის წევრებისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა. ჟიურის წევრი, ტოტო კუტინიო ფეხზე წამოუდგა და უმაღლესი ქულა დაუწერა. კონკურსის პირველი დღის შედეგებით ის მეორე ადგილზე გავიდა. მას კუბელი მომღერალი ერთი ქულით უსწრებს. სალომე ქათამაძე კონკურსის მეორე ტურში ქართულ სიმღერას დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად შეასრულებს, მესამე ტურში კი რუსა მორჩილაძის სიმღერას იმღერებს.