ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რაოდენობას პარლამენტი განსაზღვრავს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში კადრების აყვანა დაუსაბუთებლად ხდებოდა, რასაც შტატების არამიზნობრივი გაზრდა მოჰყვა, ეს კი მძიმე ტვირთად აწვა ადგილობრივი გამგეობების ბიუჯეტს.
“გამგეობებში უამრავი ხალხია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. ამიტომ მოხდება ერთგვარი ფორმულის დადგენა, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი განისაზღვრება. 30 საბაზო თანამშრომელი იქნება გამგეობებში და ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი თანამშრომელი,” _ განაცხადა თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ.