რომელიც წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის„ კოორდინატორების მიერ არის შედგენილი. სიებში განსხვავებულიო პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების საქმიანობაა აღნუსხული _ ვინ რა ბიზნესს ფლობს, სად მუშაობს და რა შემოსავალი აქვს. წულაიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ გზით მოსახლეობას აშანტაჟებდა, რათა ხმა ყოფილი მმართველი პარტიისთვის მიეცათ.
მისივე თქმით “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ხერხს მიმართავდა იმისთვის, რომ მოსახლეობა დაეშინებინა ბიზნესების წართმევის მუქარით და სანაცვლოდ მათგან საარჩევნო ხმები მოეპოვებინა.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ხელისუფლებას თხოვს, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს და გამოიძიოს.