როგორც აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
“ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, გამოძიებულიყო კოტე შარაშენიძის, კაკო სიხარულიძის მიმართ ქმედებები და გამახვილებულიყო ყურადღება “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებზე.
გარდა ამისა, გამოეკვლიათ, ის სახელმწიფო დახმარებების, რომლებიც ხალხისთვის იყო განკუთვნილი, როგორ გამოიყენეს. ჩვენ დაფიქსირებული გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ 33 დღის განმავლობაში ითხოვდნენ დახმარებას და როგორ ისტუმრებდნენ მათ უკან.
ჩვენ არ გვინდოდა გავმხდარიყავით “ნაციონალების” პროექტი, როგორც ამას ზოგზოგიერთები აცხადებდნენ. ჩვენი მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებულია და მთავარი მიზეზი, რის გამოც აქცია შევწყვიტეთ, არის ის, რომ გადავდივართ საარჩევნო რეჟიმში,” _ თქვეს აქციის მონაწილეებმა.
მათი განცხადებით, შესაბამისი ორგანოები ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის 9-თვიან საქამინობას აუცილებლად შეისწავლიან და მალე აეხდება ყველაფერს ფარდა.
“მადლობა იმ მოსახლეობას, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ 33 დღის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ. მაჟორიტარ დეპუტატს ვუხდით დიდ მადლობას. გუშინ მან თავისებური მითითება მოგვცა, რომ აქცია დაშლილიყო და ჩვენ მისი აზრი გავითვალისწინეთ, მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, დავიშალოთ ლამაზად და მშვიდობიანად,” _ თქვეს აქციის მონაწილეებმა და ბრიფინგის დასრულების შემდეგ” სეფის” დაშლა დაიწყეს.