რისთვისაც ქვეყნები საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად იყენებენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასების მაჩვენებლებში ინფრასტრუტქურის მიმართულება ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა, რომელიც ფასდება. კონკრეტულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლებში ფასდება პორტებთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ინფრასტრუტქურა. თუ ჩვენ უფრო სწრაფად არ განვავითარებთ და გავაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას ვიდრე სხვა ქვეყნები, ჩვენს რეგიონში, შესაძლოა ჩვენ გლობალური კონკურენტუნარინობის ინდექსში წინ ვერ წავიწიოთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი მოვასწესრიგოთ”.
ნარმანიას თქმით, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ სექტორებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. ასევე იმ მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოთვლილი სექტორების გამართულად ფუნციონირებას უზრუნველყოფს. მინისტრის განცხადებით, ამის შესანიშნავი მაგალითია ინფრასტრუტქურა.
“გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ქვეყანა მუდმივად ამა თუ იმ მიმართულებით მდგომარეობას უნდა აუმჯობესებდეს, იმისათვის, რომ მოწინავე პოზიციები ჰქონდეს ინდექსში და გაიუმჯობესოს მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, _ ამბობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი.