და აცხადებს: “აბსოლუტურად “ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ “ნაცმოძრაობა” ბედავს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსით საუბარს; ბედავს იმის განცხადებას, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. “ქართული ოცნების” უუნარობის დამსახურება არის ის, რომ “ქართული ოცნება” ვერ გაუმკლავდა “ნაციონალური მოძრაობის” დემაგოგიას და ქმედებებს. მკვდარი, ქართული საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ სამარეში ჩაგდებული “ნაციონალურ მოძრაობა” ამოიყვანა სამარიდან და მოსახლეობას ნერვებს უშლის იმით, რომ “ნაციონალური” მოძრაობის დემაგოგიას ასმენინებს.
არა უშავს, რადგან აქამდე მივიდა საქმე, 27 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაესმევა წერტილი “ნაციონალური მოძრობის” პოლიტიკურ დემაგოგიას და ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მახინჯი კოჰაბიტაცია დამთავრდება. როცა მე პრეზიდენტის რანგში დავიწყებ მოღვაწეობას, “ნაციონალური მოძრაობა,” როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია მიიღებს იმას, რასაც ის სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყნის ჩარჩოებში იმსახურებს.”
ბურჯანაძის აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები აუცილებელი და ნორმალური პროცესია: “ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შედგეს დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. ეს ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩვეულებრივი მოთხოვნაა. ჩვენთვის დებატებში მონაწილეობის მიღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, სასურველია, რომელიმე კანდიდატმა ნებართვების გაცემა არ დაიწყოს, შედგეს თუ არ შედგეს დებატები და როგორ უნდა ჩატარდეს. საზოგადოებას უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ მოისმინოს, რას ჰპირდებიან მას ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატები და როგორ ახერხებენ ერთმანეთთან არგუმენტების დასაბუთებას,” _ განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა.