https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თენგიზ გუნავას საქმე _ სააკაშვილის შეუზღუდავი ძალაუფლება და სასამართლოსადმი უპატივცემულობა

13:07; 31.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არის თუ არა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ?

აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ,”შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულება. აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ”, ,,ე”, და ,,ლ” ქვეპუნქტების თანახმად, შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

  • ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
  • ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;
  • ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას“.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, თ.გუნავა სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, შესაბამისად, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა. ანუ მითითებული ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნებს თ.გუნავას შემთხვევა არ აკმაყოფილებდა.

თუმცა, N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ამავე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, პრეზიდენტს პრეზიდენტისავე ბრძანებულების საფუძველზე, ფაქტობრივად, მსჯავრდებულთა შეწყალების შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. მან ეს ძალაუფლება მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა და, შესაბამისად, მისი აქტი თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი იყო (სხვა საკითხია ის, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ასეთი განუსაზღვრელი უფლებამოსილება).” _ აცხადებენ საიაში.

კანონიერია, თუ არა პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ?

საიას განმარტებით: “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 78) იცნობს 2 სახის შეწყალებას: 1) შეწყალება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან შეცვლის შესახებ (მხ. 78.2.); 2) შეწყალება ნასამართლობის მოხსნის შესახებ; სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა”. როგორც ნორმაში არაორაზროვნად არის მითითებული შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას სასჯელმოხდილს. მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში თ.გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და შესაბამისად, მისთვის ნასამართლეობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან  განასხვავებს ,”მსაჯავრდებულსა” და “სასჯელმოხდილ” პირს. როგორც აღინიშნა, შეწყალება ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ არ წერია.”

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნა. ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ. ნასამართლობის მოხსნის კუთხით პრეზიდენტის N277 ბრძანებულების ფართო განმარტების შემთხვევაშიც კი ის არ შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე სხვაგვარად განმარტავს პრეზიდენტის ბრძანებულებას, იმოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან კანონს (სისხლის სამართლის კოდექსს) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით.  კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ნასამართლობის მოხსნას მხოლოდ სასჯელმოხდილი პირისთვის ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის ნაწილში კანონიერი არ არის. ” _ აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.

არის თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თ.გუნავას სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სამართლიანი და კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი?

საიას განმარტებით: “პრეზიდენტის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კონსტიტუციისვე მოთხოვნების დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დებულებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონსტიტუციური პრინციპებთან კავშირში. კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, გულისხმობს სამართლებრივი განსაზღვრულობის და სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა წინასწარი განჭვრეტის შესაძლებლობას. ეს პრინციპი ავალდებულებს საქართველოს პრეზიდენტს, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს არა თვითნებურად, პირადი სურვილების გათვალისწინებით, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებული, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და ნათლად განჭვრეტადი კრიტერიუმების საფუძველზე. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს იმის წინასწარ განსაზღვრა თუ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო.

ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა თ.გუნავა შეიწყალა. ამ ბრძანებულებაში არ არის განსაზღვრული ის ზოგადი კრიტერიუმები და გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეზიდენტი შეიწყალებდა ნებისმიერ პირს ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” მისივე ბრძანებულების დებულების დაუცველად. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ თ.გუნავას ან უკეთეს მდგომარეობაში. ჩვენთვის ცნობილია არაერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები აკმაყოფილებდნენ პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრულ ყველა პირობას და მათი შეწყალება მაინც არ ხდებოდა. ამ ფონზე იმ პირის შეწყალება, რომელიც სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა, ცხადია, არ წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სამართლიან მიდგომას და შესაძლებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არათანასწორობის, არათანმიმდევრულობისა და უსამართლობის განცდა გააჩინოს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტის სუბიექტური დამოკიდებულება გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც თ.გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად დაინიშნა მაშინ, როდესაც მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა.”

სასამართლოს უპატივცემულობა

“საქართველოს პრეზიდენტმა თ.გუნავას შეწყალების კომენტირებისას პოლონეთის დელეგაციასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “გუნავას შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული თანხების აღრიცხვის მეთოდოლოგია არაზუსტია. იქ რაღაც ფინანსური ბუღალტრული დარღვევა იყო. ვინც თენგიზ გუნავას იცნობს და იცის, რომ გუნავა ხელს არაფერს მიაკარებდა.”

როგორც საიაში აცხადებენ, პრეზიდენტმა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, სადავოდ გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული ფაქტი თენგიზ გუნავას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, აღნიშნული განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის განაჩენი გასაჩივრებულია და სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. პრეზიდენტის მსგავს განცხადებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და დააკნინოს მისი ავტორიტეტი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სამუშაო გამოცდილება სავალდებულო იქნება

სადახლოზე ოქროს არადეკლარირებული ნივთები აღმოაჩინეს

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო