iPhone-ს მფლობელები მეტად პატივმოყვარეები არიან, ისინი დიდ ფულს ხარჯავენ ტანსაცმლის შეძენაზე და უყვართ, როცა მიმზიდველად გამოიყურებიან.
BlackBerry-ის პატრონები შედარებით მდიდრები არიან და გრძელვადიანი ურთიერთობები ახასიათებთ, მაშინ როცა Android-იანი სმარტფონების მფლობელები გამოირჩევიან დახვეწილი მანერებით და კარგი მზარეულები არიან, _ ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ კომპანია TalkTalk Mobile-ს მკვლევარები მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად.
მკვლევარების აზრით, iPhone-იანი ადამიანები ბევრს ფიქრობენ საკუთარ იმიჯზე და მიაჩნიათ, რომ ისინი სხვებზე უფრო კარგად გამოიყურებიან. ისინი ბევრ მოგზაურობენ და უყვართ სოციალური მედია. ისინი კმაყოფილები არიან, როცა ხელმძღვანელობა მათ პატივს სცემს.
BlackBerry-ს მფლობელები უფრო საქმიანები არიან _ აგზავნიან ბევრ ელექტრონულ წერილებს, უფრო მეტად რეკავენ ტელეფონით, მათ სხვებზე უკეთესად შეუძლიათ ააწყონ სტაბილური ურთიერთობები, ჰყავთ ბევრი მეგობრები.
Android-ის პატრონები სხვებზე ხშირად უყურებენ ტელევიზორს და სვამენ ბევრ ალკოჰოლურ სასმელს, მაშინ, როცა BlackBerry-ელები სასმელებში უპირატესობას ჩაის და ყავას ანიჭებენ.
გამოკვლევაში არის ერთი საინტერესო პუნქტი, თუ როგორ აფასებენ საკუთარ თავს ტელეფონების პატრონები: iPhone-ს მფლობელები ფიქრობენ, რომ არიან თავდაჯერებულები, გამბედავები, პატივმოყვარეები და ფლირტის მოყვარულები, Android-ის მოყვარულები საკუთარ თავს ახასიათებენ, როგორც გულჩათხრობილ, წყნარ, რბილ და წყნარ ადამიანებს, BlackBerry-ს პატრონებს კი მიაჩნიათ, რომ გამოკვეთილი და ენერგიით სავსეები არიან.