Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე ვებგვერდის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.