_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის მართვის გაუმჯობესების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
_ საქართველო, როგორც მცირემიწიანი ქვეყანა, დგას გამოწვევის წინაშე, მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავების პრობლემა დღემდე არის საქართველოში _ სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში მიწა იმართებოდა ქაოტურად. ჩვენ დავდექით იმ საჭიროების წინაშე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე დროებით გამოცხადდება მორატორიუმი, რათა მიწები უთვისტომოდ და ქაოტურად არ გასხვისდეს უცხოელებზე, მაგრამ ძალიან მოკლე უნდა იყოს ეს მორატორიუმი, რადგან ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, _ განაცხადა წულუკიანმა.
_ ჩვენ პარლამენტმა მოკლე დრო მოგვცა. დავსხდეთ ერთად და საჯარო რეესტრში გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენი სისტემით შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო პარლამენტთან ერთად, რათა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ტიპის მიწები გვაქვს საქართველოში, როგორ შეიძლება ამ მიწების კატეგორიები იცვლებოდეს ისე, რომ თვითნებობას არ ჰქონდეს ადგილი, რა შეიძლება გასხვისდეს და რა _ არა. ამაში დიდად დაგვეხმარება ევროპული კავშირის გამოცდილება. კერძოდ უნდა ვიცოდეთ საზღვრისპირა რაიონებში უნდა გასხვისდეს თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე, რა თქმა უნდა, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა სხვისდებოდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვით ვაკეთებდეთ ამას და რატომ, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.