“საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული,” _ უთხრა “გურია ნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
ჩვენს კითხვაზე, იცავდა თუ არა ობიექტს დაცვის პოლიცია ან ჰყავს თუ არა სამინისტროს ეჭვმიტანილები, გიორგობიანმა განაცხადა:” ჯერ ვერ გეტყვით ვერაფერს”.
ძარცვის ფაქტი გამგეობის თანამშრომლებმა დღეს დილას აღმოაჩინეს, როდესაც ოფისის კარი და სამუშაო მაგიდების უჯრები ღია დახვდათ.
“სანამ გამოძიება არ დასრულდება ვერანაირ ეჭვს ვერ გამოვთქვამთ. ამ ეტაპზე რაც ვიცით არის ის, რომ ფოტოაპარატი და ლეპტოპია წაღებული. ყველაფერ დანარჩენზე საუბარი ალბათ გამოძიების დასრულების შემდეგ შეგვეძლება,” _ უთხრა “გურია ნიუსს“ ვაკის გამგებელმა ბაჩო დოლიძემ.
_ ობიექტს დაცვა არ ჰყავდა?
_ ობიექტს რასაკვირველია იცავდა დაცვა – ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და აქედან გამომდინარე, ჩართულები არიან სამართალდამცველები და ამ მხრივაც იძიებენ საქმეს.
_ რა მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახებოდა გამგეობის შენობაში?
_არა, მაგასთან დაკავშირებით, არ მგონია, ვინმეს ინტერესი ყოფილიყო, რადგან გამგეობაში ასეთი დოკუმენტები არ ინახება. საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვა არაა გამგეობის სპეციფიკა. გარდა ამისა, თუ რამე საინტერესო დოკუმენტი იყო, ისედაც უკვე პროკურატურაშია, _ ამბობს დოლიძე.