რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ადგილზე ეცნობიან სტიქიისგან გამოწვეულ მდგომარეობას.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 აგვისტოს მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ საგანგებო სიტუაციების მართვის დროებითი კომისიის მიერ შექმნილი სამი მობილური ჯგუფის მიერ ამ დროისთვის 20 სოფელია შემოვლილი. ამ ჯგუფში შემავალი სპეციალისტები სწავლობენ საჯარო ინფრასტრუქტურისადმი მიყენებული ზარალის მოცულობასა და ხარისხს. ზარალის ოდენობა უახლოეს პერიოდში დადგინდება, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო სალუქვაძემ.