ამას წინ უძღოდა პოლიციის უფროსისადმი მოთხოვნა, დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, შემდეგ კი მესტიის პოლიციის სამმართველოში გენერალური ინსპექცია შევიდა, რომელმაც შემოწმების შემდეგ მნიშვნელოვან დარღვევები დააფიქსირა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: ”შსს-ს გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო შსს-ს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა მესტიის სამმართველოს უფროსი ილია გერლიანი და თანამდებობრივად დაქვეითდა მისი მოადგილე მანუჩარ გირგვლიანი”.