უფლებადამცველის, თამაზ ბაკურაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს, პრემიერ-მინისტრია და მასთან მიდის არასწორი ინფორმაცია: _ აქ არ არის საუბარი რომელიმე მხარის დაზარალებაზე. ჩვენ ეს არ გვინდა და ის 6-თვიანი მორატორიუმი, რომელსაც პარლამენტი იხილავდა, არ არის გამოსავალი _ ვიღაცის მიერ შემოგდებული ავანტიურა იყო. გამოსახლების 6-თვიანი შეჩერების პარალელურად, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტების გაცემაზე. ასეთ შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ დარჩება დაზარალებული. სიმბოლურად ქობულეთიდან დაიძრა ეს მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, მთელ საქართველოში ვიწყებთ მასიურ საპროტესტო გამოსვლებს, მანამ, სანამ ბატონი პრემიერ-მინისტრამდე არ მივა სწორი ინფორმაცია, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამაზ ბაკურიძემ.
აქციაზე, მოგვიანებით, რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მივიდა, რომელსაც იპოთეკარებმა პრემიერ-მინისტრისთვის განკუთვნილი წერილი გადასცეს.