პაატა ზაქარეიშვილმა მეჩეთში შეკრებილ მლოცველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მილოცვა გადასცა.
“ჩვენს მუსლიმ ძმებს პრემიერის მილოცვა ჩამოვუტანე. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ცხოვრობენ მუსლიმები საქართველოში. მნიშვნელოვანია ასევე, თუ რა ხდება ურთიერთობების მხრივ ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მიმელოცა მათთვის ისეთი დიდი დღესასწაული, როგორიცაა რამაზან ბაირამი,” _ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ლოცვის შემდგომ ჟურნალისტებთან.
“მიხარია, რომ აჭარაში ქრისტიანები და მუსლიმები ერთად მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობენ. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ კონფლიქტური კერები შეიქმნას, მაგრამ ჩვენ ერთად ვუმკლავდებით მსგავს პრობლემებს და ერთიანი ძალებით ვაშენებთ ჩვენს რეგიონს და ქვეყანას. ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამემამულეებს ბაირამს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას,” _ აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ამ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.