რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში კატარის სახელმწიფოს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.