ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ: _ინფორმაცია გვაქვს ჭორის დონეზე , თუმცა, პრეზიდენტის სტუმრობაზე არც არაფერი ვიცით და ვერც ვერაფერს დაგიდასტურებთ, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში დაიღუპა _ იგი სანგარში მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და რამდენიმე თანამებრძოლის სიცოცხლე იხსნა.