“მოზაიკას” ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა.
“დაჭრილ არასრულწლოვანს ხელის არეში აქვს ჭრილობა ბასრი საგნით მიყენებული”.
ადგილობრივების თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტი დამალა.
ფაქტის შესახებ პოლიციციას არც ოჯახმა აცნობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა, დაზარალებული ბავშვის ოჯახი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.































































