გურჯაანის მუნიციპალიტეტში,სოფელ ვაზისუბანში მომხდარ ავარიას 12 წლის გოგო ემსხვერპლა, მისი და კი მძიმედ დაშავდა.
როგორც “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, დები მოპედით მოძრაობდნენ , რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.
“12 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვლა,მისი და კი ამ წუთებში თბილისშია გადაყვანილი და სიკვდილს ებრძვის. საშინელი ტრაგედია დატრიალდა ოჯახში. გოგონების მამა სასულიერო პირია.”-ამბობს ოჯახის ახლობელი.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.