ამის შესახებ დადგენილება საკრებულოს რიგ-გარეშე სხდომაზე დღეს მიიღეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის განცახდებით, კონკურსში მონაწილეობის უფლება ყველა მოქალაქეს ექნება.კონკურსი სამსახურების უფროსებს მათ მოადგილეებს და განყოფილების ხელმძღვანელებს შეეხებათ.
“გამოცხდადდა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც ეხება ყველა სამსახურის უფორსებს მათ მოადგილეებსა და განყოფილების ხელმძღვანელებს. ასევე ეხება სამ ვიცე-მერს დღეს საკრებულომ მიიღო დადგენილება ამ კონკურსის თაობაზე და მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და დაიკავოს შესაბამისი თანმადებობები” _ განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა ვახტანგ წოწონავამ.
შეგახსენებთ რომ ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 86 თანამშრომელი დაითხოვეს.აღნიშნბულ ვაკანტურ ადგილებზე კი კონკურსი დღეს გამოცხადდა.