ამის შესახებ დადგენილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მიიღეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის განცადებით, კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებს. კონკურსი სამსახურების უფროსებს, მათ მოადგილეებს და განყოფილების ხელმძღვანელებს შეეხებათ.
_ “გამოცხადდა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე, რომელიც ეხება ყველა სამსახურის უფროსებს, მათ მოადგილეებსა და განყოფილების ხელმძღვანელებს, ასევე, ეხება სამ ვიცე-მერს. დღეს საკრებულომ მიიღო დადგენილება ამ კონკურსის თაობაზე და მოსახლეობას საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და დაიკავოს შესაბამისი თანამდება“, _ განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა, ვახტანგ წოწონავამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში, მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან 86 თანამშრომელი დაითხოვეს.