გამოძიებამ დაადგინა, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 1993 წელს დაბადებული ჯონი ჯ. მორიგეობის დასრულების შემდეგ გამგებლის მოადგილის – რამაზ ლომინაძის სამუშაო ოთახში შევიდა და ფარულად დაეუფლა მის პირად კომპიუტერს, ხოლო მისი თანაშემწის ოთახიდან „ნიკონი“-ს ფირმის ფოტოაპარატი წაიღო. ამის შემდეგ ჯონი ჯ. დაუკავშირდა თავის მეგობრებს: დავით ს-ს და ვალერიან ც-ს და მათ მოპარული ნივთების ლომბარდში ჩაბარება სთხოვა. მოგვიანებით კი გაუმხილა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გამგეობის შენობიდან მოიპარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯონი ჯ.-ს მეგობრები დავით ს. და ვალერიან ც. მოწმის სახით დაიკითხნენ. თავად მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).