მან 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში პერუელ მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
ძალოსანმა ვასილ მინდორაშვილმა 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი, ხოლო ავთო მამალაძემ 110 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს უკვე 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
“მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა”-ს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს, პირველად შეუერთდა. ოლიმპიადაზე შსს-ს 16 წარმომადგენელი გაემგზავრა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა აქვთ.