სწორედ ამიტომ ინტენსიურად გრძელდება თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. თეატრის აღდგენა პირადად ბიძინა ივანიშვილისა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან საკითხად რჩება თეატრის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა მისი საქმიანობის შესანარჩუნებლად. როგორც თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჟორდანია აცხადებს, საჭიროა მუსიკოსებს და მსახიობებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი პირობები, რაც იქნება 2014 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი.
გიორგი ჟორდანია: “მუსიკოსების მიმოსვლის ტენდენცია ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა ჩვენ გვინდა მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ მათ და სწორედ ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მსახიობების სოციალური პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული იქნება თეატრის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომლის პრეზენტაცია მომავალ კვირას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება. ჩვენი მიზანია პროფესიონალები დავაბრუნოთ და საუკეთესო კადრები შევინარჩუნოთ, რაც შეუძლებელია ფინანსური ბაზის გარეშე.”