და სასამართლოს გადაწყვეტილებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია 2 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლების შესახებ.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ თენგიზ ჯგუშია 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. ადვოკატ, ჯიტა გულუას განცხადებით, მოსამართლემ დაადასტურა, რომ დღევანდელი სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი თენგიზ ჯგუშიამ მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა, ირაკლი გრძელიძემ ჟურნალისტებს ორგანიზაციის ოფისში გააცნო.
“გურია ნიუსი” თენგიზ ჯგუშიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგმართავთ თქვენი ყოფილი მაჟორიტარი და დღეს თქვენი ინტერესების და უფლებების დამცველი და თქვენს სამსახურში მყოფი ამჟამად სრულიად უკანონოდ დაკავებული თქვენი თანაქალაქელი თენგიზ ჯგუშია.
ჩემი თქვენდამი მართალი და გულისხმიერი დამოკიდებულება, ის უდიდესი და გულწრფელი სიყვარული, რასაც მე თქვენგან ვგრძნობ წლების განმავლობაში, არ მომცემს და არც მაძლევს უფლებას მოგმართოთ თქვენ და არ გითხრათ სრული სიმართლე იმის თაობაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება ამჟამად. თქვენ კარგად იცით, რომ ოქტომბერს ქართველი ხალხის მხარდაჭერით და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი ძალისხმევით მიღწეული უდიდესი მონაპოვარის დასაცავად ჩვენს რეგიონში დავაფუძნე სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმა”, რომლის საქმიანობაც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ახალი ხელისუფლების მიდგომების სრული გათვალისწინებით მდგომარეობს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების და სხვა ინსტიტუციების ქმედებაზე მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში (და ეს იცის უკვე არა მარტო ზუგდიდმა, – მთელმა საქართველომ) მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით უკვე შევძლო ადგილობრივი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის ინტერესების შემლახველი და საზიანო ქმედებების განხორციელებელი ჩინოვნიკების, მათ შორის უკანონოდ და დაუმსახურებლად დანიშნული გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მისი მოადგილეების, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა კანონის და ხალხის ინტერესების ფეხქვეშ გამთელავ სხვა პირთა სრული გაშიშვლება.
სწორედ ამის გამო, ჩემი ბოლო პერიოდის შეუვალი, პრინციპული, უკომპრომისო მოღვაწეობის გამო ვარ დღეს დაკავებული და ჩემს მიმართ ფიქრობენ სრულად დასაბუთებული და უკანონო ბრალდების წაყენებას, მაშინ როცა თვითონ არიან დამნაშავეები და თავიანთი დანაშაულების დასაფარავად სარგებლობენ რა მათი დღევანდელი თანამდებობრივი მდგომარეობით, სრულიად უსაფუძვლოთ და უსამართლოდ და უკანონოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს და უნდათ გამხვიონ უშუალოდ და პირადად მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში. ჩემი კანონიერი ქმედებით მხოლოდ და მხოლოდ ხელი შევუწყვე ჩემზე გამიზნულ თავდასხმის გაანეიტრალებს, ჩემი სიცოცხლის ხელყოფის ან სხეულის დაზიანების აღკვეთის და თვით თავდამსხმელების გადარჩენასაც.
ჩემო თანამოქალაქეებო! კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გეტყვით რომ მე ვარ სრულიად და გულწრფელი და მართალი თქვენს წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, რაც მთავარია უფლის წინაშე და მაქვს იმედი, რომ სამართალ დამცავი ორგანოები სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ ფაქტებს და არ მოექცევიან არავის ზეგავლენის ქვეშ და მიიღებენ ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას.
სანთელ – საკმეველი თავის გზას იპოვის!”, _ ნათქვამია მიმართვაში.
სასამართლოზე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის როგორც კანონმორჩილი პიროვნება, მზად არის მიიღოს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუმცა მისივე განმარტებით, გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას _ “ბრძოლას სიმართლისთვის”.