სამწუხაროდ, უამინდობის გამო დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები, რომელიც უკვე ტრადიციულად რამდენიმე წელია იმართება, ვერ ჩატარდა. გომისმთაზე მთელი დღის განმავლობაში ცუდი ამინდი იყო, ნისლი გამო ხილვადობა თითქმის შეუძლებელი გახდა. .მიუხედავად უამინდობისა, გომისმთაზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიას საფუძველი მაინც ჩაეყარა და გაიმართა კონცერტიც, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა , “შვიდკაცა“, “ედელვაისი“, “ვახტანგური“ და სახელმწიფო გორეოგრაფიულიმა ანსამბლმა “გურიამ“ მიიღო მონაწილეობა.
“გომისმთობას“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ასევე სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები.
ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ გუბერნატორი და მისი მოადგილეები.