https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებიდან რეალობამდე ანუ რას გვიჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა

13:08; 14.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაუმართლებლად მაღალია მედიკამენტების ფასები. მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის ბიუჯეტის დიდ ნაწილს წამლების შეძენისა და ექიმებთან კონსულტაციებისათვის ხარჯავს, ბევრს კი საერთოდ არ გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო სახსრები. ჯანდაცვის სისტემაში დღემდე არ შემუშავებულა ჯანდაცვის ხარისხისა და სტანდარტიზაციის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა, აგრეთვე, სახელმწიფო დონეზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები; სისტემა არ არის დაყოფილი რეგიონალური და ფუნქციური პრინციპით და დონეების მიხედვით. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული თითოეული მათგანის უფლება-მოვალეობები, ანგარიშვალდებულება, სადაზღვევო კომპანიებისათვის არ არსებობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების სისტემა, თითქმის არ გამოიყენება ქცევის რეგულაციის ისეთი ფორმები, როგორიცაა თანამედროვე სტანდარტები/გაიდლაინები და პროტოკოლები, უწყვეტი სამედიცინო განათლება და განვითარება,” _ ეს ამონარიდია საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამიდან.

დღევანდელი მთავრობა 10 თვის წინ პირობას დებდა, რომ სახელმწიფო იზრუნებდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და იღებდა პასუხისმგებლობას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის მუდმივად გაუმჯობესება. ამ ამოცანის გადაწყვეტა მოითხოვს ყველა მონაწილე მხარის (მომსახურების მიმწოდებელი, გადაწყვეტილების მიმღები, დამფინანსებელი) ერთობლივ ძალისხმევას. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მახასიათებლები იქნება: ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საყოველთაო და თავისუფალი ხელმისაწვდომობა; სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ბაზისური კალათით ოპერირება; სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი; დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის ქსელით ოპერირება; სახელმწიფო და კერძო სისტემებისათვის კონკურენტული გარემოს შექმნა; დამატებითი მომსახურების თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა,” _ ვკითხულობთ პროგრამაში.

საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პირველივე ეტაპზე, პირობას დებდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნებოდა სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით: “ეს პაკეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა დასაბაზისო პაკეტით გათვალისწინებულ მკურნალობას,” _ გვპირდებოდა მთავრობა.

მართალია, საქართველო ყველა მოქალაქე საბაზისო პაკეტით დააზღვიეს, მაგრამ ყველაზე მთავარი _ ხარისხიანი ჯანდაცვა დღემდე პრობლემად რჩება.

ავარიული საავადმყოფოები, 20-30-70-ლარიანი ხელფასების მქონე მედპერსონალი, რომლებსაც ეს მცირე თანხა რამდენიმე თვეა მიუღებელი აქვთ, ანაზღაურება შემცირებული სოფლის ექიმები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები _ ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გურიაშია.

ბევრჯერ დადებული პირობის მიუხედავად, რომ პრობლემები მოგვარდება, ხელფასებსაც მიიღებენ და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება ჩოხატაურის და ლანჩხუთის საავადმყოფოს მედპერსონალს კარგა ხანია აღარ სჯერა.

კომპანია “ადითის” შესახებ ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია და შესაბამისად, ჩვენი მკითხველისთვის ეს თემა უცხო არ არის. თუმცა, კითხვა, ვინ დგას ამ კომპანიის უკან, რომელიც რამდენიმე წელია არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ამის გამო პასუხს არავინ თხოვს (არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება), დღემდე პასუხგაუცემელია.

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, “გურია ნიუსის” შეკითხვაზე, რის საფუძველზე გაუგრძელდა კომპანია “ადითს” ხელშეკრულება, აღნიშნა: “ინკოგნიტო ებრაული კომპანიის ოპერატორი კომპანია არის “ადითი”, რომელსაც ხელშეკრულებით ვალდებულებების შესრულების ვადა 29 მარტს ამოეწურა. რეალური პროექტების განმახორციელებელი არის ებრაული კომპანია “აიჰოპი”. “ადითს” ხელშეკრულება არ გაგრძელებია.”

არადა, “ადითი” აიჰოპის შვილობილი კომპანიაა.

ისრაელის სამედიცინო კომპანია “აიჰოპი” საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განმარტებით, კომპანიას საქართველოს 27 რაიონში, “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა: “ეს არის ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიას უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარგანსაზღვრული ინვესტიციის გახორციელების შემდეგ გადაეცემა”, _ განაცხადა მაშინ ნიკა გილაურმა. თუმცა, “აიჰოპმა” აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, კომპანია “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოაშორეს. ამის შესახებ, იმდროინდელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: _ “აიჰოპს” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება გაუუქმდა. თუმცა, თუ კომპანია დაფინანსების წყაროს მოიძიებს დაპროექტის გახორციელებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მთავრობა მასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება, _ აღნიშნა კვიტაშვილმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტი ჩავარდა და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად ახალი პროექტი შესთავაზეს _ გამოაცხადეს ტენდერი, რომლის თანახმად, გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაევალათ. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან, ერთ-ერთი იყო შპს “ადითი”, რომელიც, მთავრობის მიერ გაკრიტიკებული “აიჰოპის” შვილობილი კომპანიაა. “ადითმა” მოახერხა და საავადმყოფოები საქართველოს 9 ქალაქში შეიძინა _ მათ შორის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. უცნობი იყო და დღემდე უცნობია, რა გადაიხადა ებრაულმა კომპანიამ საავადმყოფოებში და რა ვალდებულებები აქვს აღებული მას სახელმწიფოს წინაშე.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ “ადითმა” საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა, ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. 2011 წლის 31 დეკემბერს, შპს “ადითმა” ჩოხატაურის საავადმყოფოდან 25 თანამშრომელი გაუშვა, დარჩენილებს კი ხელშეკრულებები შეუცვალა.

სერგეენკო ჯერ კიდევ 11 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ “გუშინ (ანუ, 10 აპრილს), ებრაულ კომპანია “აიჰოპის” შესახებ, სამთავრობო კომისიაში უკვე ისაუბრეს”. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ორშაბათს მიიღებენ.

“გუშინ, მინისტრებთან და მინისტრის მოადგილეებთან მქონდა შეხვედრა. ეს იყო სამთავრობო კომისია. საუბარი იყო სამედიცინო დაწესებულებების სტატუსის შესახებ. შეხვედრაზე მთავარი თემა _ მთელი 70% ამ ებრაულ კომპანიას დაეთმო. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ფინალისთვის, მინისტრებთან საბოლოო შეთანხმებისთვის აღებული გვაქვს 3 დღე. ორშაბათს იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება,” _ განაცხადა სერგეენკომ.

თუმცა, “ადითის” თანამშრომლებს დღეს რამდენიმე თვის ხელფასები აქვს აუღებელი. წინა კვირას გაფიცვაც კი მოაწყვეს, მაგრამ უშედეგოდ _ მათ ხელფასები არ დარიგებიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ უტიაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია(?!)

_ ბატონო ზურაბ, რას ეძახით მოგვარებას? მედპერსონალს რომ ხუთი თვეა ხელფასები მიუღებელი აქვს?

_ დღეს ხვდებიან (საუბარი ჩაწერილია 13 აგვისტოს) სწორედ “ადითის” კლინიკის ხელმძღვანელები ახალ მმართველს, რომელიც უნდა დაინიშნოს სახელმწიფოსგან. აიღებენ ხელფასებს და სხვა პრობლემებიც მოგვარდება, _ გვითხრა უტიაშვილმა.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში ისიც, წერია, რომ “ბაზისური კალათისთვის პრემიუმების ფასის წარმოებას მოახდენს სახელმწიფო და არ იქნება დაკავშირებული ინდივიდუალურ ჯანმრთელობის რისკთან. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ და დაფინანსებულ ბაზისური სარგებლის კალათაში შევა ის მომსახურებები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით სრულად დაფინანსდება: ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები); მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა); სასწრაფო სამედიცინო დახმარება; ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გულის სისხლძარღვთა სტენდირება, შუნტირება); ორსულთა მოვლა და მშობიარობა; უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია); გადაუდებელი სტომატოლოგია;

მედიკამენტები _ პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთან ერთად, გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება.

სამედიცინო მომსახურება თანაბრად გადანაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება შიდა და გარე აუდიტის, ხარისხის მართვის ოფისების, ხარისხის კონტროლის პროგრამების, შეფასების ინდიკატორების, აკრედიტაციის სტანდარტების, პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებისა და რისკების მართვის სტანდარტებით. პერსონალი გაივლის სწავლებას ტექნიკური უსაფრთხოების მეთოდოლოგიების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური, ფინანსური, ხარისხობრივი ხელმისაწვდომობა, მოხდება დასაბუთებული გადაწყვეტილებებით ოპერირება და დაცული იქნება სამედიცინო მომსახურების ეთიკის ნორმები”.

ამ სტატიაში ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამებიდან მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შევაჩერებთ ყურადღებას. ერთია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სრულად ფინანსდება და მეორეა მისი ხელმისაწვდომობა, რაც მოსახლეობისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

პირველი პრობლემა ის არის, რომ ბრიგადის გამოძახებისთვის 112-ზე უნდა დარეკოთ. ოპერატორისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გურიის სოფლების სახელებზეც კი არ აქვს წარმოდგენა, რამდენიმე წუთი იმის ახსნა მოგიწევთ, როგორ უნდა მოვიდეს თქვენამდე ექიმი. როგორც გავარკვიეთ, ოპერატორების უმრავლესობა სოფლებში კონკრეტული ქუჩის და სახლის ნომრის დასახელებას ითხოვს, არადა, არც ერთ სოფელში მსგავსი რამ არ არსებობს. ამ ახსნა-განმარტებაში საკმაოდ დიდი ხანი გადის და არ არის გამორიცხული, შემთხვევა სავალალო შედეგით დამთავრდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სასწრაფოს უკავშირდება, ავარიული მანქანებია:

_ გასვლით კი გავდივართ, მაგრამ უკან თუ დავბრუნდებით, არ ვიცით. საშინელ დღეშია მანქანები. ხშირ შემთხვევაში ავადმყოფს ვერ ვათავსებთ, რადგან არ გვაქვს იმის გარანტია, რომ უფრო ცუდად არ გახდება, _ გვითხრეს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, სადაც განმარტავენ, რომ მოსახლეობის საყვედურები, დაგვიანებით მისვლის შესახებ მათ არ ეკუთვნით.

ის, რომ ავტომანქანების ნაკლებობა და მათი ავარიულობა პრობლემაა, კარგად იციან ჯანდაცვის სამინისტროში. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, ეს არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

_ ბატონო ზურაბ, ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუნიციპალიტეტებს არ ჰყოფნით?

_ კი. არ ყოფნის იმიტომ, რომ არ არის კარგად მართული. მენეჯმენტი არ უვარგათ კომპანიებს (სასწრაფო სამედიცინო სამსახური სადაზღვევო კომპანიებს ექვემდებარება. ავტ.). მოკლედ, მთლიანი სისტემა არის ცუდად მოწყობილი, არის რაიონულ პრინციპზე. ჩვენ ახლა სხვა პროექტი გვაქვს მომზადებული და მთლიანი სისტემა უახლოეს ხანში მოწესრიგდება.

_ მანქანები რომ ავარიულია ესეც გეცოდინებათ…

_ ახალი მანქანები უნდა ვიყიდოთ. მთლიანად გადავა სისტემა რეგიონულ მოწყობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სადაც რამდენი მანქანა იქნება საჭირო კონკრეტული მომენტისთვის, იმდენი იმუშავებს. ეს იქნება პაციენტების საჭიროების მიხედვით.

_ ბატონო ზურაბ, გუშინ (საუბარი ჩაწერილია 13 აგვისტოს) ოზურგეთში ასეთი შემთხვევა მოხდა _ 5 თვის ორსულს კრაზანამ უკბინა. როცა 112-ზე დარეკეს, ასეთი პასუხი მიიღეს: ბრიგადა არ გვყავს და თუ ძალიან ცუდად არ ხართ, დილამდე მოითმინეთო; თუ ცუდად ხართ, მანქანა იშოვეთ და წადითო.

_ ეგ სტანდარტული პასუხია(?!). მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეიძლება 112-მა მისცეს რჩევა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პაციენტმა, როცა ბრიგადა არ ჰყავთ. თუ რაიონში, მაგალითად, არის ორი ბრიგადა და ორივე გასულია, აბა რას უპასუხებენ?!

_ თუ ადამიანი ცუდად არის, სტანდარტული პასუხია ის, რომ დილამდე მოიცადოს?

_ არა, არა. ურჩია, რაც უნდა გაეკეთებინა. ის, რომ არ ვარგა, მეც კარგად ვიცი. თუ თქვენ ცდილობთ, დამიჭიროთ იმაში, რომ სისტემა არ ვარგა, თავად გეუბნებით ამას.

_ გასაგებია, რომ არ ვარგა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ხომ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

_ ხო. ეს მოგვარდება დაახლოებით წლის ბოლომდე. ახალი მანქანები იქნება შესყიდული და ახალ სტანდარტზე გადავა მთელი სისტემა…

_ ახალი სისტემა მედპერსონალისთვის განახევრებულ ხელფასებზეც გაქვთ მორგებული?

_ ხელფასები არავის არ განახევრებია. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. სახელმწიფო იხდის 50 პროცენტს, მეორე ნახევარს იხდის სადაზღვევო კომპანია. სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ გადახდილი ის ხუთი თვე და ამიტომ აიღეს ნახევარი. ეს რომ აღარ იყოს, ვცვლით ყველაფერს. აქ უკვე კომპანიებზე კი არ ვართ დამოკიდებული, სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე სრულ დაფინანსებას. ცუდი რომ არის, ყოველდღე შეგვიძლია ვიძახოთ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. მალე იქნება ყველაფერი ძალიან კარგად, _ გვითხრა უტიაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"დემოკრატიული მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეს ჩოხატაურში ტონობით ჰყიდიან!

ყველა სიახლე

სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო