ეს ინფორმაცია შს ჩოხატაურის სამმართველოს უფროსმა აკაკი მაისურაძემ დაგვიდასტურა: _ საქმის კურსში ჩავაყენე შესაბამისი სტრუქტურა და რეაგირებაც მოხდა _ ხარისთვალას შემსყიდველები დააჯარიმეს, _ გვითხრა მაისურაძემ.
სატყეო სამმართველოს გურიის რეგიონის უფროსის ნიკოლოზ ნოზაძის თქმით, დაიწყება მოკვლევა, რა რაოდენობის მცენარეა გატანილი: _ კანონის მიხედვით, თუ ზარალი 1000 ლარს გადააჭარბებს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, _ გვითხრა ნოზაძემ.
რა რაოდენობის ზარალი მიადგა გარემოს და ვინ არიან წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის შემსყიდველები, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.