ოფიციალური ცნობით, 1275 ინდმეწარმის წლიური შემოსავალი 50 000 ლარამდე იყო; 88 ინდმეწარმის 50 000-100 000 ლარამდე; 20 ინდმეწარმის 100 000-200 000 ლარამდე; 7 ინდმეწარმის 200 000-250 000 ლარამდე; 4-ის 250 000-300 000 ლარამდე; სამის 300 000-500 000 ლარამდე; ოთხის 500 000 – 1000 000. ხოლო 1 ინდმეწარმის გასული წლის ბრუნვა მილიონ ლარს აღემატებოდა.
როგორც გავარკვიეთ, “მილიონერი”, რომელიც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ფულად შემწეობას იღებდა, ქუთაისში ცხოვრობს და გვარად ჩხეიძეა. ერთ-ერთი ინდმეწარმე, რომლის წლიური ბრუნვა ნახევარ მილიონზე მეტს შეადგენდა ბათუმელია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოჯახებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად დაიხარჯებოდა 320 274 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის სახით გაიცა 1,167,356 ლარი.