ახალგაზრდები ჩოხატაურის საავადმყოფოში არიან მოთავსებული და როგორც გვითხრეს ჭრილობები საკმაოდ მძიმეა.
_ ნაკვეთი ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაზიანებულია მყესები, კუნთები და სისხლძარღვები. ამ წუთებში, ისინი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არიან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საავადმყოფოს დირექტორმა, თემურ კოროშინაძემ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოშია აღძრული. პოლიციის უფროსის, აკაკი მაისურაძის თქმით მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით.