სხვადასხვა ზომის ბოთლები, ქაღალდები თუ უსარგებლო ნივთები მდინარის ნაპირას ან სულაც შიგ ყრია. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს, „ოზურგეთის სერვისცენტრის“ დირექტორის, ვოვა სალუქვაძის თქმით, ბოლო დროს, სტიქიამ რამდენჯერმე შეუტია ოზურგეთს და მისი სამსახურის თანამშრომლები არხების წმენდით არიან დაკავებულები.
_ ამ ორ დღეში ვაპირებთ ამ მდინარის გაწმენდას და ეს პრობლემა, ჩათვალეთ, რომ მოგვარებული იქნება, _ გვითხრა ვოვა სალუქვაძემ.