პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გემზე საინტერესო დიალოგი გაიმართა. ჯერ იყო და ივანიშვილი ქვეყნის პირველი პირის პიჯაკზე დამაგრებული ყაყაჩოთი დაინტერესდა, შემდეგ ამერიკელებს საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სააკაშვილის წაყვანა შესთავაზა, ბოლოს კი აღნიშნა, რომ "დროთა განმავლობაში ზღვა შავი გახდა" და ჩვენმა პრეზიდენტმა მას ფერი შეუცვალა."
აღნიშნული დიალოგის თარგმანი "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა.