პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საჭირო გახდა ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვება და საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა. მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ამით მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს, რომ კანონით მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინება იყოს დაშვებული.
“ქრისტიან დემოკრატების” ეს ინიციატივამ უკვე 7 რეგიონი მოიცვა. ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მასშტაბით ისევ გაგრძელდება. ბოლო ეტაპი კი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა იქნება პარლამენტში, სადაც გაწერილი უნდა იყოს, რომ საქართველოში ერთმანეთზე ქორწინების უფლება მხოლოდ ქალს და მამაკაცს უნდა ჰქონდეთ.