რექტორობის ერთმა კანდიდატმა მარინე ჩიტაშვილმა 14 აგვისტოს თავისი კანდიდატურა მოხსნა
ასე რომ, არჩევნებში 13 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენია: ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.
არჩევნები 14 საათზე დაიწყება და 2 საათს გასტანს. ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს _ შვიდ ხმას მიიღებს.
რექტორების არჩევნების პარალელურად თსუ-ში 13:30 საათზე სტუდენტთა აქციაც გაიმართება. სტუდენტები აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ირმა რატიანს, რომელიც „ნაციონალების“ კანდიდატად ითვლება.
არჩევნებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია, “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი”, “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი”, “ახალგაზრდა ადვოკატები”, “თავისუფალ სტუდენტთა კავშირი”, “თავისუფალი არჩევანი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე”, დააკვირდება.