გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა თბილისში, წულუკიძის N3-ში მდებარე ბაზრობაზე, ავტომობილში დასამონტაჟებელი 12 300 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ბალონებისა და მისი მაკომპლექტებელი მოწყობილობების რეალიზაციისას, მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, საქონლის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადები არ გასცეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.