31 წლის გია ცეცხლაძე წარმოშობით ოზურგეთელია, ის გასულ წლებში გურიის სამხარეო გუბერნიაში გუბერნატორის მრჩეველი იყო, ბოლოს კი თბილისში, სხვადასხვა უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე აგრძელებდა მუშაობას. ჩვენ დავუკავშირდით გია ცეცხლაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა:
_ კი ბატონო, დავინიშნე ოფიციალურად, უფლებამოსილების შესრულებას კი იმ კვირიდან შევუდგები, _გვითხრა ცეცხლაძემ.
გია ცეცხლაძე “გურია ნიუსის” აქტიური მკითხველია. ის არა ერთი საგაზეთო სტატიის შემდეგ დაგვიკავშირდა და და გამოგვეხმაურა თავისი სურვილით, დახმარებოდა სოციალურად დაუცველებს, რითაც საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა.