ტელეკომპანიიდან საინფორმაციო სამსახურის მთავარი რეჟისორი და ჟურნალისტი თეა სიჭინავაც წავიდნენ. მაესტროს დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის თქმით, ტელეკომპანია “იმედი” აწარმოებს მოლაპარაკებას ნინო ჟიჟილაშვილთან და ალბათ “მაესტროს” იმ თანამშრომლებთან, რომელიც ეკრანზე დაუნახიათ.
გურია ნიუსთან საუბრისას მამუკა ღლონტი ამბობს, ეს არის “სისტემური შეტევა“ მაესტროზე:
_ ერთი და ორი ჟურნალისტი რომ იყოს არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მათ მთელი მენეჯმენტი წიაყვანეს სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ და ეს მე ტელეფონით გავიგე, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ გაგვაძლიერებს. ადრეც მოხდა ჩვენი ჟურნალისტების წაყვანა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს, _ ამბობს ღლონტი.
ღლონტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი იმ ზედმეტი ფულის ბრალია, რომელიც სააკაშვილმა ტელეკომპანია იმედს არ გადაახდევინა. საუბარია ბიუჯეტში გადაუხდელ 16 მილიონ ლარზე.
_ სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო “მაესტროს” დამორჩილება დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა “წესების გარეშე” და ცდილობს ‘მაესტროს”, როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია “მაესტრო” მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ ამ ღირებულებების დამსაცურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის ‘იმედი’, _ დასძენს ღლონტი.
მამუკა ღლონტის თქმით, ეს პროცესები ტელევიზიის წინსვლას ვერ შეაჩერებს:
_ ჩვენ, ყველაზე დიდი პიარი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გაგვიკეთა და გასართობი არხიდან შეიქმნა ის არხი, რომელსაც მაყურებელი ჰყავდა და არის ერთ-ერთი რეიტინგული ტელეკომპანია. ეს პროცესები ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს, _ აღნიშნა ღლონტმა.