აფუჭებს გზას და საჭიროა საჩქარო რეაგირება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას, ან გააუქმოს არხი ან გაუკეთოს წყლის გასასვლელი.
_ დვაბზუში არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი რამ გაკეთდა, ყველაზე საამაყო გზაა, რომელიც ოზურგეთსაც კი შეშურდება. ადგილი, სადაც ფოტოა გადაღებული, ყოველი გაწვიმების შემდეგ იტბორება და აზიანებს ახალდაგებულ ასფალტის საფარს, _ გვითხრეს სოფელ დვაბზუში.
„გურია ნიუსი“ სოფელ დვაბზუს რწმუნებულს ვასო ღლონტს დაუკავშირდა. ის ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა:
_ რამდენიმე წუთში მე თვითონ დაგიკავშირდებით, ნამდვილად არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. გადავამოწმებ ინფორმაციას, დიდი სოფელია და შეიძლება გამომრჩა რამე, _ გვითხრა ვასო ღლონტმა.
10 წუთში რწმუნებული თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბოლო დროს სტიქიის გამო სოფელში შეიქმნა პრობლემები.
_ სანიაღვრე არხი უკვე დასურათებულია და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება, – თქვან ჩვენთან საუბრის დროს ვასო ღლონტმა.