მისი განცხადებით, მოსახლეობის მიერ თანხა აიკრიფა, რომელიც მერიაში რამდენიმე თვეა, შეტანილია, ქუთაისის 26 ქუჩის მოსახლეობა კი შიდა გზების შეკეთებას ამ დრომდე ელოდება.
პროექტი პროგრამა კორპუსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმად, მოსახლეობა თანხის 20 %-ს იხდის, დანარჩენი 80% კი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ფინანსდება. პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელის გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის პრობლემების მოგვარება დაიწყოს და მათ მიერ აკრეფილი თანხები სათანადოდ გამოიყენოს.