გამოძიებამ დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბებიასთან სტუმრად მყოფმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა. 18 აგვისტოს, ღამით, მეგობართან ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც ბრალდებულის ბებიამ, 1934 წელს დაბადებულმა ქალბატონმა სხეულის დაზიანება მიიღო. ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიგა ნ. სიღნაღში დააკავეს. დანაშაულის იარაღი _ არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს სანადირო თოფის 2 მასრა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).