სოფლის გამგებელი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ კვირას, 18 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში დაეძებდნენ დაზიანებულ ბოძს თუ ელექტროგადამცემს, თუმცა, ვერ იპოვეს.
_ მოვიარეთ ყველა უბანი, ჩვენს თემში შემავალ სოფელ ქაქუთშიც ვიყავით, თუმცა, ხაზები ჩამოყრილი არ არის, არც ბოძია წაქცეული. სავარაუდოდ, სადმე ელექტროსადენის კაბელი უნდა იყოს დაზიანებული. ველოდებით ბრიგადის მოსვლას ოზურგეთიდან, _ ამბობს დავით მჟავანაძე.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გია ნაკაიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ სოფელ ჭანიეთში უკვე გაგზავნილია ბრიგადა.
_ მუშაობენ, აუცილებლად მოძებნიან, სად რა დაზიანდა და სოფელს მალე აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება, _ გვითხრა ნაკაიძემ.