ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ფოთის, ხობის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ბათუმის და ოზურგეთის ვეტერანმა ფეხბურთელებმა. ტურნირის გამარჯვებული ოზურგეთის გუნდის “ბერმუხა” გახდა.
“ბერმუხას” ფეხბურთელის, მურთაზ აბაშიძის თქმით, ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა და კარგი იქნება, თუ მსგავსი შეჯიბრებები გურიაშიც ჩატარდება:
_ გენო მენაბდის ტურნირის გამარჯვებული პირველად არ ვყოფილვართ. კახა როხაძე, გია გოგუა, ბესო კაშია, შუქრი კაშია, გოჩა წივწივაძე, კაკო ათუაშვილი, ჯონი კალანდაძე, მიხეილ ქობულაძე, მურთაზ აბაშიძე _ ეს ის ხალხია, რომლებიც “ბერმუხის” სახელს იცავდნენ. სხვადასხვა ნომინაციებში ასევე გადმოგვეცა პრიზები, _ გვითხრა მურთაზ აბაშიძემ.