ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ბათუმში, ტელეკომპანია მე-9 არხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
“საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემს დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც ყოფილა – ჩემს დროს გაიხსნა “მე-9 არხი”, ჩემს დროს გაიხსნა “მაესტრო”, როგორც პოლიტიკური მაუწყებელი, ჩემს დროს გაიხსნა “25-ე არხი”, ისევე, როგრც არაერთი რეგიონალური მაუწყებელი, ასევე, ასობით ახალი გაზეთი. ასე რომ, ჩვენ დროს, მიუხედავად იმისა, ვინ რას ლაპარაკობდა, იხსნებოდა ტელევიზიები და უამრავი გაზეთი. მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო რეალურად 3 არხი – “იმედი, “რუსთავი 2” და “პირველი არხი”. ახლა არის რამდენიმე ათეული. რაც მეტი იქნება, მით მეტი საშუალება ექნება ადამიანს, მიიღოს თუნდაც არასწორი ინფორმაცია. მერე, ბევრ არასწორი ინფორმაციას რომ შეადარებს, სწორი ინფორმაცია გამოუვა“, -_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.