_ ბატონო მიხეილ, წინა წლებში წინასაარჩევნოდ ოზურგეთს, გურიას ხშირად სტუმრობდით ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად. თქვენს სიტყვებს თუ გაიხსენებთ, მას ჩააბარეთ გურია. რატომ აღარ ჩანს თქვენს გვერდით თქვენი მარჯვენა ხელი რამაზ ნიკოლაიშვილი?
_ რა უნდა გითხრათ? აი, ოზურგეთელებმა ხომ მიიღეს თავისი გადაწყვეტილება? მე მგონი, მიიღეს, ისევე, როგორც უმრავლესობამ. მათ ჰყავთ თავიანთი არჩეული დეპუტატი. ჩვენ გვყავს მთავრობა, მთავრობას უნდა, რომ ყველამ ვაცალოთ და ვაცალეთ საკმარისად. ასე რომ, პრეტენზიებს მე აღარ მივიღებ და შემდეგ რა მოხდება, მომავალ არჩევნებს დაველოდოთ.