კოალიციაში შემავალი ადგილობრივი პარტიების ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიციის ცენტრალური შტაბის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი ლაშა სამხარაძე და გურიის ზონის კოორდინატორი გოჩა მეგრელიშვილი.
ლაშა სამხარაძემ შეხვედრის მონაწილეებს კოალიცია “ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსად გიორგი ხელაძე წარუდგინა.
კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა, მხარი დაუჭირეს ხელაძის კანდიდატურას. მასვე დაევალა რაიონული საარჩევნო შტაბის ოპერატიული დაკომპლექტება.
ამის შემდეგ, სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მიმდინარე საკითხებზე გაიმართა საქმიანი საუბარი. ითქვა პრობლემებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია.
შეხვედრას ესწრებოდა და აქტიურობდა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე.