_ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ელენე თევდორაძემ 24 აგვისტოს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ 217 მსჯავრდებულს შორის, რომელთა შეწყალება შესაძლებელია, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც პატიმარმა თავად განაცხადა უარი შეწყალებაზე და ის, სავარაუდოდ, სხვა მსჯავრდებულებმა დააშინეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, საზოგადოებას აუწყოს სიმართლე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პატიმარს შეუქმნას ყველანაირი პირობა, რათა მან შეწყალების შესაძლებლობით დაუბრკოლებლად ისარგებლოს იმ ვადებში, რომელშიც სხვა მსჯავრდებულთა შეწყალება მოხდება.
მივმართავთ ქალბატონ თევდორაძეს, სავარაუდო ფაქტის შესახებ, მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდოს, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.


































































