პარტიის ლიდერმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მათ სამართლიანობის აღდგენას დაპირდა. ბურჯანაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენა იქნება ის, თუ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში იცხოვრებს და ყველას ექნება განათლების უფასოდ მიღების საშუალება, სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობა და გაუმჯობესდება საქართველოს ყველა მოქალაქის სოციალური პირობები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძეს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილიც ახლდა. შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა მსახიობმა გია ბურჯანაძემ და მათ ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემა.































































