რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გადაადგილების პრობლემის აღმოფხვრა იქნება. ასევე შეიქმნება, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესახებ ინტერნეტ რუქა.
პროექტს აიპ “სოციალური დაცვის ლიგა” შვედეთის, საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს SIDA- სა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დახმარებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დადგინდება პანდუსების მდებარეობა ზემოთ აღნიშნულ 4 ქალაქში; მოხდება თითოეული ობიექტის ფოტოზე დაფიქსირება და ინტერნეტ რუკაზე სპეციალური აღნიშვნებით დაიტანება მათი მდებარეობა. რუქის შექმნაში საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვება.
პროექტის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პროგრამის გახორციელების შედეგად, შშმ პირები შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.





























































