კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის ომერ ჩელიკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე, დღეს და ხვალ, იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა ქართველ ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი.
დელეგაცია თბილისიდან საგანგებოდ თურქ კოლეგებთან შესახვედრად გაემგზავრა, რომლებიც იშხნის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორები არიან. კოლეგები ერთად განიხილავენ პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო ტექნიკურ-კონსტრუქციულ ვარიანტებს.
ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ნიკო ზაზუნიშვილი და ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ხელმძღვანელობს.